მოემზადეთ, ეს ეპიზოდი ხანგრძლივი იქნება!
საქმე ეხება ჩინეთს, უფრო სწორად სი ძინგფინგის ვიზიტს მოსკოვში, რომელიც საერთაშორისო მედიის მთავარი თემა იყო.
რაზე შეთანხმდნენ და რაც უფრო მნიშვნელოვანია რაზე ვერ შეთანხმდნენ ჩინეთის და რუსეთის ლიდერები, როგორია მიმდინარე ომის ოპტიკა ჩინეთიდან და როგორ იცვლება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები?
ამ თემებზე დეა ივანიაძესთან, რონდელის ფონდის მკვლევართან და სინოლოგთან ერთად ვისაუბრეთ, თუმცა იქამდე, ტრადიციულად, ფრონტის ხაზის ამბები მიმოვიხილეთ.